ნევროლოგიური და ნეიროგანვითარებითი პრობლემების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესება, მათი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება;
გუნდური მუშაობის პრინციპის გაძლიერება;
ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ნევროლოგთა პროფესიული სტანდარტების ამაღლება უწყვეტი სამედიცინო განათლების დახმარებით;
ნევროლოგიურ და ნეიროგანვითარებით მდგომარეობებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათი მუდმივი ინფორმირება სიახლეების შესახებ.
ყველა ბავშვს ჯანმრთელობის არსებული პრობლემების მიუხედავად, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს იმ დროისათვის საუკეთესო/ოპტიმალური სამედიცინო მომსახურება და ჰქონდეს მაქსიმალურად კარგი ცხოვრების ხარისხი;
ასოციაციის მიზანს წარმოადგენს პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, დღეისათვის ამ სფეროში არსებული ფაქტებზე დაფუძნებული კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების გავრცელება და დანერგვა, ერთიანი მიდგომების გამომუშავება და ეფექტური ქსელური კავშირის დამყარება ერთი მხრივ თბილისსა და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებს შორის, მეორე მხრივ ევროპის წამყვან კლინიკებსა და საქართველოს კლინიკებს შორის.
ჩვენი საზოგადოება ღიაა ყველასათვის, ვინც ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებით არის დაინტერესებული.