სამედიცინო კონფერენცია ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ
საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის (სბნნა) ორგანიზებით, 2026 წლის 27-28 მარტს, თბილისში ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ.
კონფერენციაზე განიხილება იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, მათ შორის, დუშენის კუნთოვანი დისტროფია და სპინალურ-კუნთოვანი ატროფიაც.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ და დაესწრებიან ბავშვთა ნევროლოგები, ნეიროქირურგები და მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრები როგორც საქართველოდან, ისე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაზე განიხილავენ თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკებს, კვლევით სიახლეებსა და მკურნალობის განვითარებად მიდგომებს.
დღის წესრიგი მოიცავს ლექციებს, ექსპერტულ დისკუსიებსა და პროფესიული გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს.
Medical Conference on Neuromuscular Disorders
Organized by the Georgian Association of Child Neurologists and Neurosurgeons (GACNN), a Medical Conference on Neuromuscular Disorders will be held in Tbilisi on March 27–28, 2026.
The conference will address rare neuromuscular diseases, including Duchenne Muscular Dystrophy and Spinal Muscular Atrophy.
Child neurologists, neurosurgeons, and other members of multidisciplinary teams from Georgia and from various countries around the world will attend and speak at the event. The conference will cover current clinical practices, recent research developments, and emerging approaches in treatment.
The agenda will include lectures, expert discussions, and opportunities for professional exchange.