საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ
თბილისში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ.
საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ უცხოელი სპეციალისტები. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს იმ თანამედროვე ინოვაციურ თერაპიებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში დუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა სამეცნიერო ლექციებს, ექსპერტულ დისკუსიებსა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაძლიერებასა და პაციენტთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას.