განხორციელდა 11 პროექტი:
1. 2001 წელს თანადამფინანსებელი ორგანიზაციის „ღია საზოგადოება საქართველო” მხარდამჭერით გამოიცა წიგნი „ახალშობილთა ნევროლოგიური დაავადებები”.
2. 2001 წელს განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტი: რისკ-ჯგუფის ახალშობილთა გამოვლენის და მართვის ალგორითმის შექმნა.
3. 2006 წელს ფარმაცეპტული ფირმა სანოფის მატერიალური მხარდაჭერით მომზადდა გორის და ქუთაისის ექიმები თემაზე „ეპილეფსიის მართვა”;
4. 2007 წელს ფარმაცეპტული ფირმა როშეს მატერიალური მხარდაჭერით მომზადდა გორის და თელავის ექიმები თემაზე „ბაქტერიული მენინგიტი”.
5. 2008 წელს ასოციაციის ორი წევრი ასოციაციის დახმარებით მივლინებული იქნა პარტნიორულ დაწესებულებაში: იტალიის ქ. რომის იესოს ბავშვთა საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა განყოფილებაში, სადაც გაიარეს ოთხთვიანი მომზადების კურსი ნეიროფსიქიატრიასა და პედიატრიულ ნევროლოგია/ეპილეფტოლოგიაში.
6. 2009 წლის 4-9 ოქტომბერს ჩვენმა ასოციაციამ ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგასა და ევროპის ქვეგანყოფილებასთან ერთად ბაზალეთში ჩაატარა ამიერკავკასიის საზაფხულო სკოლა კლინიკურ ეპილეფტოლოგიაში 12 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით.
7. 2008-09 წლებში განახორციელა პროექტი „აუტისტური სპექტრის აშლილობები საქართველოში: დიაგნოსტიკისა და ეპიდემიოლოგიის საკითხები”, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი GNSF/ST07/6-229.
8. 2009-10 წლებში განხორციელდა პროექტი „აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა და სკრინინგი საქართველოში”, ღია საზოგადოება საქართველოს გრანტი MHPA/02/09-16145.
9. 2009 წელს ჩატარდა 4 უსგ პროგრამა:
- ბავშობის ასაკის ეპილეფსიური სინდრომები და მათი მართვის პრინციპები,
- დუნე ჩვილის სინდრომით მიმდინარე დაავადებათა ადრეული გამოვლინებისა და მართვის თანამედროვე მეთოდები,
- ბავშვთა ნეიგანვითარებითი დარღვევების ადრეული გამოვლინებისა და მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია და პრინციპები
- ნეონატალური პერიოდის ნევროლოგიურ დარღვევათა დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე პრინციპები
10. 2009 წლის ივლისში ჩატარდა მასტერკლასი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის რ. კორითენბერგის მონაწილეობით – 37 რთული პაციენტის შეფასება/დიაგნოსტიკა.
11. 2010 წელს მოამზადა და გამოსცა:
I. მოკლე სახელმძღვანელო „რა არის აუტიზმი?” მშობლებისა და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის,
II. საინფორმაციო ფლაერი 18 თვის ასაკში აუტიზმის ადრეული ამოცნობისთვის და
III. აუტისტური სპექტრის აშლილობათა სკრინინგისა და მეთვალყურეობის ალგორითმი,
IV. საინფორმაციო ბუკლეტები მშობლებისათვის:
- ფებრული გულყრის,
- ანოქსიური შეტევების და
- ბაქტერიული მენინგიტის შესახებ.
ჩატარდა აკრედიტებული ტრეინინგი – “ნეონატალური ნევროლოგია” ასოციაციის წევრების მონაწილეობით
ჩატარდა აკრედიტებული ტრეინინგი “ბავშვთა ასაკის პაროქსიზმული მდგომარეობები” რომის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროფიზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორის ლ. ფუსკოს მონაწილეობით
2008-2010 წლებში ასოციაციამ განახორციელა ახალგაზრდა სპეციალისტების (4 სპეციალისტი) მომზადება ევროპის პარტნიორ კლინიკებში (იტალია/გერმანია/დიდი ბრიტანეთი) ნევროლოგიასა და ნეიროფსიქიატრიაში.
2010 წლიდან ასოციაცია მონაწილეობს მიმდინარე საერთაშორისო პროექტში ”აუტიზმის გენეტიკა” გრანტის PsychCNV-ს ფარგლებში.
2011 წელს ასოციაციამ გამოსცა წიგნი “ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა”
2011 წელს განახორციელა პროექტი „კამპანია: მეტი ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ“ (ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს გრანტი (Med/08/10-176/4)