საერთაშორისი კონფერენცია “ბავშვთა ასაკის ნეიროგანვითარებითი დარღვევების რთული შემთხვევების მართვა”
2019 წლის 2-3 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისი კონფერენცია “ბავშვთა ასაკის ნეიროგანვითარებითი დარღვევების რთული შემთხვევების მართვა”, რომელიც მომზადდა ა. ლაჭყეპიანის სახ. საქ ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურუგთა ასოციაციის, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა აკადემიის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ევროპული აკადემიისა და აკადემიების ალიანსის ორგანიზებით
კონფერენციას უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ლექტორები/სპიკერები:
- ა. ლაჭყეპიანის სახ. საქ ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურუგთა ასოციაციის პრეზიდენტი – ნანა ტატიშვილი
- საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა აკადემიის პრეზიდენტი მაია გაბუნია;
- ფრაიბურგის საუნივერსიტიტო კლინიკის პროფესორი ბავშვთა ნევროლოგი – რუდოლფ კორინტერბერგი
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ევროპული აკადემიის პროფესორი ბავშვთა ნევროლოგი და რეაბილიტოლოგი -ბერნარდ დანი (ბრიუსელი)
- ბობატის ცენტრის დირექტორი, ბავშვთა რეაბილიტოლოგი- ჯენიფერ კაროლი (უელსი);
- ბავშვთა ფსიქიატრი – ბაბურ იუსუფი ( ნაციონალური ჯანდაცვის სამსახური. ინგლისი)
- რეაბილიტოლოგი, მეტყველების თერაპისტი ჟუაო კანოზა დიასი (პორტუგალია)
- რეაბილიტოლოგი, ჰაჩეპეტეს უნივერსიტეტის პროფესორი მინტაზე ქერემ გუნელი (ანკარა თურქეთი)
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი, საინტერესო და თანამედროვე ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული, კონფერენცია იყო მულტიდისციპლინური. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ექიმები, არამედ სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობა აუცილებელია ნეროგანვითარებითი დარღევევების/ პრობლემების მქონე ბავშვთა თანამედროვე გუნდურ მართვაში (პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი; ფსიქიატრი; რეაბილიტოლოგი; ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპისტი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპისტები, პედაგოგები).
საინტერესო იყო ასევე დ ტვილდიანის სახ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თანამონაწილეობა, მათ მოამზადეს და წარმოადგინეს უახლესი ინფორმაცია სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემის თანამედროვე მართვის შესახებ.
კონფერენციის მიმდინარეობაში საერთო ლექციების გარდა, გამოყოფილი იყო სამი ძირითადი მიმართულება: ბავშვთა ნევროლოგია; ბავშვთა ფსიქიატრია; ბავშვთა რეაბილიტაცია. ჯგუფური, ინტერაქციული მუშაობა ხდებობა ამ მიმართულებების მიხედვით.
შეხვედრები საკმაოდ ინტერაქტიულად მიმდინარეობდა: საინტერესო და რთული შემთხვევების გარჩევა, დისკუსია, გამოცდილების გაზიარება. ასევე დაისახა მომავალი შეხვედრის გეგემები.
საქ. ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გვერდზე გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობის ფოტომასალას.