მხიარული სტარტები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის
საერთაშორისო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით პროექტი “კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის“ რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში გეპატიჟებათ:
მხიარული სტარტების თამაშებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას ქ. 6, გლდანის სპორტული კომპლექსის ცენტრალური დარბაზი
დრო: 1 ივნისს , 12 .00 საათზე
საკონტაქტო პირები:
თამარ ბოკუჩავა: 577454313 tamarabok@gmail.com
მაია გაბუნია : 599161809 mayagabunia@gmail.com
“ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმავე მიზნის განხორციელებისაკენ, რასაც ისახავს მისი განათლება” ბავშვთა უფლებების დეკლარაცია.
ხალისიანი თამაში და გართობა ეს არის ის უებარი საშუალება, რომელიც გასაგებია და მისაღებია ყველა ასაკის, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანისათვის. ყველაზე მეტად ეს ეხება ფიზიკური და/ან გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული ხელშეწყობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მათთვის აუცილებელია როგორც ოჯახის, ისე სკოლისა და საზოგადოების თანადგომა. მხიარული სტარტების მოძრავი თამაშები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისათვის არის ერთერთი მცდელობა თამაშის ფორმითა და საშუალებით ხელი შევუწყოთ ასეთი ბავშვების სოციალურ ინტეგრაციასა და ადაპტაციას საზოგადოებაში. მოძრავ თამაშებში ასეთი ბავშვების ჩართვა საკითხი განიხილება კონკრეტულად მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმის შეაფასებით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, და არა ის, თუ რისი გაკეთება არ შეუძლიათ და შესაბამისად ჩავრთოთ კონკრეტულად მათთვის შესაბამის და მისაღებ ფიზიკურ აქტივობაში ინტეგრაციისა და ადაპტაციისათვის.
თამაშებში ჩართულნი იქნებიან სკოლის ბავშვები საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონ ,,არსიანი“-დან, 203 საჯარო სკოლიდან და ნეიროგანვითარების ცენტრიდან. ამ თამაშების ფორმატი განსხვავებულია ,,მხიარული სტარტების” სტანდარტული თამაშებისაგან და ასე ვთქვათ ,,პილოტური” და ,,ექსპერიმენტალური” ვარიანტია, გუნდში 30-30 წევრი, სადაც არიან სამი კატეგორიის ბავშვები: სიარულის, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით და ჩვეულებრივი შესაძლებლობებით. Pპროექტის შესახებ ინფორამცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.child.ge ან ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: www.facebook.com/pages/Coalition-For-Childhood-Disability-Every-Child-Is-Unique/125121114336706?ref=hl